მოსწავლეების შეხვედრა ბიუროს ექსპერტებთან

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან სიმონიშვილი არაფორმალური განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა (PH-International-ის პროგრამა) პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჯარო ბიბლიოთეკაში მიიწვია.

ევროპული სერთიფიკატები ბიუროს დნმ ლაბორატორიას

Image

​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ISO17025 აკრედიტირებულმა დნმ ლაბორატორიამ 2014 წლის ბოლოს, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკვალიფიკაციო ორ ტესტში (გარე აუდიტი), ადამიანის ბიომასალის წარმომავლობასა და გენოტიპირებაში.

ამერიკელი ექსპერტები სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

​​2015 წლის 19 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა აშშ-ს ჯორჯიის შტატის საექსპერტო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლებს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში უმასპინძლა.

ENFSI დნმ-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

Image

​​2015 წლის აპრილი-მაისის თვეში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი, დანიაში, CODIS (დნმ-მონაცემთა ბაზის) კონფერენციასა და ENFSI დნმ-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იყო მიწვეული.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო