2 25 84 84
საკონტაქტო ინფორმაცია
Menu
სეებ
ბიურო
ბიუროს შესახებ
ბიუროს უფროსი
ბიუროს უფროსის მოადგილეები
ბიუროს სტრუქტურა
ბიუროს წლიური ანგარიში
სტრატეგიული გეგმა
შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა
საჯარო ინფორმაცია
ზოგადი ინფორმაცია ბიუროს შესახებ
საჯარო ინფორმაციის გვერდი
საკადრო უზრუნველყოფა
სხვა საჯარო ინფორმაცია
შესყიდვები
საერთაშორისო ურთიერთობები
ინფორმაცია ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ
ბიუროს პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი
სიახლეების ბლოგი
მთავარი
ევროპული სერთიფიკატები ბიუროს დნმ ლაბორატორიას
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ISO17025 აკრედიტირებულმა დნმ ლაბორატორიამ 2014 წლის ბოლოს, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკვალიფიკაციო ორ ტესტში (გარე აუდიტი), ადამიანის ბიომასალის წარმომავლობასა და გენოტიპირებაში.
2015 წლის მარტში, დნმ-ის საკვალიფიკაციო საერთაშორისო ტესტის ორგანიზატორების - გერმანიის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დნმ პროფილირების სამეცნიერო ჯგუფისა - GEDNAP და შემფასებელი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ლაბორატორია მოხვდა წარმატებულ ლაბორატორიათა იმ ჯგუფში, რომელმაც ტესტის საუკეთესო შედეგი გამოავლინა (Group 1).
GEDNAP-ის მიერ წარმოდგენილი 22 ნიმუში, აქედან 8 შერეული ბიოლოგიური მასალით, 6 შესადარებელი პირის და 8 ნიმუში, დნმ-ის გამოსავლიანობის შესაფასებლად, ბიუროს დნმ ლაბორატორიის მიერ გაიშიფრა სრულად და მოხდა თითოეული სატესტო ლაქის წარმომავლობის დადგენა და გენეტიკური იდენტიფიკაცია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ლაბორატორიას ღირსეული ადგილი უკავია ევროპის წამყვან სასამართლო გენეტიკურ ლაბორატორიათა შორის. ექსპერტ-გენეტიკოსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატება, რასაც ამ დღეებში მიღებული სერთიფიკატები ადასტურებს.
20/05/2015