სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის
უფროსი ნინო კიკაბიძე და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ლევან სიმონიშვილი არაფორმალური განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა (PH-International-ის
პროგრამა) პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჯარო ბიბლიოთეკაში მიიწვია.
აღნიშნული პროექტი
მიზნად ისახავდა მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის პროგრამის არაფორმალური განათლების
ინოვაციური მეთოდიკის გამოყენებით მის განავითარებას, დანერგვას და მოზარდების
საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებულ საბაზო ღირებულებების შესახებ ცნობიერების
ამაღლებას. ღონისძიებაში თბილისის 3 სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები
მონაწილეობდნენ.
პროექტ „ცოცხალი
ბიბლიოთეკის“ ფარგლებში მოზარდებისთვის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა წიგნების
იმიტირება მოახდინეს და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემებსა და კითხვებზე ამომწურავი
პასუხები გასცეს, ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ექსპერტიზის ბიუროს საქმიანობის
შესახებ.
სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობას
მომავალშიც გააგრძელებს.