ბიუროს ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის წარმატება

Image

​2015 წლის იანვრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება, რასაც ადასტურებს ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIS) მიერ გაცემული წარჩინებისსერტიფიკატი, რომელიც ბიურომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ბიურო ბაბუშერასა და გუმისთაზე დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს ბაბუშერადან და გუმისთადან გადმოსვენებული მებრძოლების ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.

ბიუროს ექსპერტები FBI-ის „CODIS“-ის ბაზის კონფერენციას დაესწრნენ

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს CODIS-ის მომხმარებელთა კონფერენციაში, რომელიც 17-19 ნოემბერს აშშ-ში, ოკლაჰომას  შტატის ქალაქ ნორმანში გაიმართა. კონფერენციას მსოფლიოს მასშტაბით 500 მონაწილე დაესწრო, რომლებმაც  ერთმანეთს  ბაზასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.

აშშ-ს საგამოძიებო ბიუროს ტრენინგი სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

​​2014 წლის 19 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL პროგრამის) ორგანიზებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიუროს მთავარმა ექსპერტმა კრის სპერიმ ბიუროს სასამართლო მედიცინის ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო