2016 წლის 4 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ექსპერტიზის დღეს“ აღნიშნა.ექსპერტიზის დღის აღნიშვნა ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, სადაც ბიუროს წარმატებული ექსპერტები ჯილდოვდებიან.
500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობა სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც მრავალ ექსპერტიზასთან ერთად ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები როგორიცაა: დნმ, მამობის დადგენა, ძუძუს კიბოს და თრომბოფილიის გენეტიკური კვლევები, სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზები, უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების ექსპერტიზა, ნარკოლოგიური ექსპერტიზა, მედიკამენტების ექსპერტიზა, კვების, სასმელი პროდუქტების და თამბაქოს ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზა, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა და სხვა.
ბიურო წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძოდ, დასავლეთ საქართველო (ქუთაისი), აჭარის (ბათუმი),ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი და სამცხე ჯავახეთი.
ბიურო უკვე მრავალი წელია საექსპერტო მიმართულებით, ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრულუფლებიანი წევრია.