ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი ლუქსემბურგში

Image

სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი ქალაქ ლუქსემბურგში “სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის”  (ENFSI) დნმ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა და  CODIS ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელსაც ორგანიზება  ლუქსემბურგის ეროვნული ლაბორატორიის გენეტიკური ექსპერტიზის სამსახურმა გაუწია

ბიურომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის ახალი ხელსაწყო შეიძინა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიით - Thermo Scientific LC-MS/MS TSQ Quantis Plus სისტემით აღიჭურვა. TSQ Quantis Plus წარმოადგენს უახლესი თაობის სითხურ ქრომატოგრაფს ტანდემური მას-სპექტრომეტრიით, რომელიც უზრუნველყოფს

ბიუროს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასწავლო ვიზიტით ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ხელწერის და დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიები, სადაც ექსპერტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს, კვლევების სპეციფიკის და მეთოდოლოგიის თაობაზე. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ

ბიუროს მონაწილეობა დასაქმების ფორუმში

Image

2025 წლის 19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების კვირეული -2025“ გაიხსნა, რომელშიც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა,  გაცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ  საჯარო და კერძო ორგანიზაციების სტაჟირების პროგრამის და დასაქმების თაობაზე.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო