Image

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახალ ხელმძღვანელს ქალბატონ ჯო ბარტონს შეხვდა.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მრავალწლიანი და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი და ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას ემსახურება.

მხარეებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი.

აღნიშნული პროექტი 2014 წლიდან უწყვეტად და წარმატებით მიმდინარეობს. პროცესში უშუალოდ არიან ჩართული ბიუროს ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტების ექსპერტრები, რომელთა პროფესიული საქმიანობისა და მხარეებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად დღემდე 272 იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცა ოჯახებს.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ექსპერტიზის წარმოების სპეციფიკას და დანერგილ სიახლეებს