მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის ექსპერტებმა, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის - სისხლის ბანკის ჩართულობით  სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 

ახალი მულტიმედიური საექსპერტო პროგრამა

Image

2021 წლის იანვრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტემენტის ვიდეო ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოსთვის შეძენილ იქნა წამყვანი ევროპული საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფების მწარმოებელი კომპანიის, AmpedSoftware-ის წარმოების მულტიმედიური საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფების სისტემა Amped Authenticate, Amped Five, Amped Dvrconv. 

ბიუროს განცხადება

Image

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია და არ იყოს შეცდომაში შეყვანილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბიუროს მორიგი წარმატება პროფესიულ ტესტირებაში

Image

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ყოველწლიურად  მონაწილეობს სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

2020 წელს ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის(ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში; აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების 65-მა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო რაოდენობრივი განსაზღვრის შედეგები გადაიგზავნა 54 ლაბორატორიიდან.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო