განცხადება

Image

ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს დღეს უნდა გახდეს ცნობილი აღნიშნული საქმის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს.

ბიუროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა  ახალ დესპანს კავკასიაში დანიელ მაკსუინს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში სევერინ ჩაპეზს უმასპინძლა.

ბიუროს წარმატება საერთაშორისო ტესტირებაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის  სამმართველომ ყოველწლიურ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ტესტირება ორგანიზებული იყო  კრიმინალისტიკური ლაბორატორიების ევროპული ქსელის „ENFSI“-ს ტექსტილის ჯგუფის მიერ. 

ექსპერტიზის ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 
ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი პრემიერ მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 10 მარტს დაინიშნა. 
2018 წლიდან დღემდე მამუკა ჯანგულაშვილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იკავებდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიით მამუკა ჯანგულაშვილი სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო