Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტით, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სასამართლო მედიცინის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, მოლეკულური გენეტიკის დნმ ლაბორატორის ხელმძღვანელები ესტუმრნენ. 
აღნიშნულ ვიზიტს ორგანიზება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლობებმა გაუწია და მიზნად ისახავდა ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ სომეხი კოლეგებისთვის ISO/IEC  17 025 ხარისხის სტანდარტის მოთხოვნების თანახმად, ლაბორატორიების მოწყობისა და ფუნქციონირების დეტალების და ასევე ნივთმტკიცების ბრუნვის პოლიტიკის გაზიარებას. 
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ყოჩიაშვილმა, ქართველ ექსპერტებთან ერთად, სომეხ კოლეგებს ასევე გააცნო ბიუროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, სადაც დეტალურად არის გაწერილი ბიოლოგიური ექსპერტიზის მიმართულებით კვლევის მეთოდოლოგია და სტანდარტები. 
აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17 025 მხედვით 2012 წელს მიიღო პირველი აკრედიტაცია. 
ვიზიტის დასასრულს, სომეხმა კოლეგებმა გამოცდილების და სიახლეების გაზიერების მიზნით, სურვილი გამოთქვეს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის შესახებ.