ბიუროს უფროსი დასავლეთ საქართველოს და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებს ესტუმრა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც მოადგილეებთან ერთად, ქუთაისის და ბათუმის რეგიონულ დეპარტამენტებს ესტუმრა. ბიუროს უფროსი დეტალურად გაეცნო დეპარტამენტების თანამშრომლების სამუშაო პირობებს, დაათვალიერა ლაბორატორიები და მოისმინა ექსპერტების მოსაზრებები არსებული საჭიროებების თაობაზე. 

ბიუროს უფოსმა სამუშაო შეხვედრები კახეთსა და ქვემო ქართლში გამართა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე მოადგილეებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით კახეთის და ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებებს ესტუმრა. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განყოფილებების საქმიანობის შესახებ, ექსპერტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე  და მათი გადაჭრის გზებზე. გიორგი მურვანიძემ დაათვალიერა ლაბორატორიები, თანამშრომლებს გააცნო  ბიუროს განვითარების გეგმა და დეტალურად ისაუბრა  დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების  თაობაზე

ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, ბიუროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე, რომელსაც გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის მიერ სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო ქურასბედიანი უძღვებოდა. ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ბიუროს სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მონაწილეებმა განიხილეს პერსონალური მონაცემების შემცველი

სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა

Image

გიორგი მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. პროფესიით სამართალმცოდნეა, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო