Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის (ქუთაისი) სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების პროზექტურაში ჩასატარებელი გეგმიური სარემონტო სამუშაობის გამო, 2025 წლის 7 ივნისის დილის 9 საათიდან 12 ივნისის დილის 9 საათამდე, მიმდინარე ექსპერტიზებს განახორციელებს ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის განყოფილება. მის :  ქ. ბათუმი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა 102.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გარდა პროზექტურისა, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი მომხმარებლებს მოემსახურება ჩვეულ რეჟიმში.

სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბიუროს ცხელ ხაზს: (995 32) 225 84 84