21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 21 მარტს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ბიუროს თანამშრომლებმა შეიძინეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიზაინით შექმნილი ფერადი წინდები, რომელებიც საზოგადოების მეტი ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით,  ბიუროში მოსულ მოქალაქეებს გადაეცათ.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს შეირაღებულ კონფლიკტში დაღუპული კიდევ 6 მეომრის ნეშტი გადაეცათ ოჯახებს

Image

2025 წლის 12 მარტს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული კიდევ  6 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცათ ოჯახებს. შეხვედრას ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე,  საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ესწრებოდა.

წლიური ანგარიშის განხილვა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა, წლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა საექსპერტო სფეროების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული გამოწვევები და დაძლევის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს. ასევე, ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. 

ბიუროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო