ახალი ხელსაწყოები ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტმა ბალისტიკურ და ტრასოლოგიურ ლაბორატორიებში არსებული ტექნიკა განაახლა და ახალი საექსპერტო კვლევითი სისტემები შეიძინა. ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღების მასრებისა და ჭურვების საიდენტიფიკაციო კვლევისთვის განხორციელდა 13 წლის წინ შეძენილი ჩეხური კომპანია „LABORATORY IMAGING“-ის წარმოების საექსპერტო სისტემა „Balscan“-ის კომპიუტერული ნაწილის ჩანაცვლება მძალვრი შესაძლებლობის მქონე კომპიუტერის, 4K რეზოლუციის მონიტორის და პროგრამული უზრუნველყოფის უკანასკნელი ვერსიით

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 2 აპრილს აღნიშნავს. კამპანიის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების მიერ შეძენილი წიგნის ფერადი სანიშნები სერვისცენტრში მოსულ მოქალაქეებს დაურიგდათ, რომლებზეც დანიტანილია სასარგებლო რჩევები აუტისტური სპექტრის მქონე პირების ქცევების შესახებ და გვასწავლიან კონკრეტულ სიტუაციაში,როგორ ვიურთიერთოთ და დავეხმაროთ მათ

ტრენინგი-„საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ“

Image

2025 წლის მარტის თვეში სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა კომპეტენციაშიც შედის მოქალაქეებთან კომუნიკაცია და საჯარო ინფორმაციის გაცემა, ჩატარდა ტრენინგი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოყენების წესები“-ს შესახებ

დღეს ლევან სამხარაულის დაბადების დღეა

Image

ფასდაუდებელია მისი დამსახურება საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის განვითარების საქმეში.  სწორედ ლევან სამხარაულის ხედვითა და ძალისხმევით, 2004 წელს საექსპერტო სფერომ განიცადა ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. მისი ინიციატივით, ქვეყანაში არსებული ცალკეული საექსპერტო ლაბორატორიები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც ერთიან სისტემაში მოქცეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე საექსპერტო დაწესებულებად

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო