
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიმდინარე წელს სასაქონლო ექსპერტიზის მიმართულებით, შეფასების დარგში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ (IVSC) წევრი გახდა. ექსპერტიზის ბიუროს გარდა საბჭო მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 137 ქვეყნის 170 -ზე მეტ წევრს. მათ შორის ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს როგორიცაა Earnst and Young, Bloomberg, Deloitte, და სხვა.