სამუშაო შეხვედრა ბიუროს ექსპერტებთან

Image

2018 წლის 18 აპრილს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული  ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა  შეხვედრა გამართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) წარმომადგენლებთან. 

ბიუროს ექსპერტების მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

Image

2018  წლის 29-30 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა - პაატა თუშურაშვილმა; დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა  - დოდო ჩორგოლაშვილმა;  კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა -მაია გონაშვილმა და ამავე სამმართველოს ექსპერტმა -თამარ აფციაურმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) ხელშეწყობით ჩატარდა  ქ. თბილისში.


სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ბიუროში

Image

2018 წლის 29 მარტს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს ქუთაისის მე -40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.  უფროსკლასელების ბიუროში ვიზიტი განხორციელდა  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს  ახალგაზრდა თაობისთვის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობას.

საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლების სტუმრობა ბიუროში

Image

2018 წლის 20 მარტს ექსპერტიზის ბიუროს საქართველოში იაპონიის საელჩოს მეორე მდივანი ბატონი ჰიროიუკი ტანი და სამედიცინო დარგის სპეციალისტი, დიპლომატი, ბატონი ფუკუია ესტუმრნენ.  


შეხვედრაზე ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული გენეტიკური და ანთროპოლოგიური  საექსპერტო კვლევის ტექნიკური დეტალები, ნიმუშის აღების მომენტიდან, მისი გენოტიპირებისა და არქივში შენახვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცედურის გათვალისწინებით.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო