2018 წლის 29-30 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა - პაატა თუშურაშვილმა; დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა - დოდო ჩორგოლაშვილმა; კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა -მაია გონაშვილმა და ამავე სამმართველოს ექსპერტმა -თამარ აფციაურმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) ხელშეწყობით ჩატარდა ქ. თბილისში.
„სურსათის პირველი ანალიტიკური კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში“ განკუთვნილი იყო სურსათის ტესტირებაში ჩართული კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის და მისი მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნების ლაბორატორიების გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები: საკვები პროდუქტების ფალსიფიკაცია, დამაბინძურებლები, ნარჩენები, მიკოტოქსინები, მიკრობიოლოგიური კვლევები, ხარისხის კონტროლი და სხვა.
ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტმა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციით. ბიუროში შესრულებული კვლევის შედეგები კონფერენციაზე ზეპირი პრეზენტაციით წარადგინა ქიმიურ- ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა - პაატა თუშურაშვილმა თემით „Sudan I in Spice Sample. Case Report“. მოხსენებაში განხილული იყო სუნელების ფალსიფიკაციის თემა და ის შეეხებოდა ყვითელი ყვავილის ნიმუშში აზო-საღებავის სუდან I-ის აღმოჩენას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საღებავი არ შედის საქართველოში საკვებ პროდუქტების წარმოებისას გამოსაყენებლად ნებადართული საკვებდანამატების ჩამონათვალში. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.