2018 წლის 20 მარტს ექსპერტიზის ბიუროს საქართველოში იაპონიის საელჩოს მეორე მდივანი ბატონი ჰიროიუკი ტანი და სამედიცინო დარგის სპეციალისტი, დიპლომატი, ბატონი ფუკუია ესტუმრნენ.
შეხვედრაზე ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული გენეტიკური და ანთროპოლოგიური საექსპერტო კვლევის ტექნიკური დეტალები, ნიმუშის აღების მომენტიდან, მისი გენოტიპირებისა და არქივში შენახვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცედურის გათვალისწინებით.
გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით იაპონელმა სტუმრებმა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში დაათვალიერეს ამბულატორიული და სასექციო განყოფილებები, სამედიცინო-კრიმინალისტიკური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და დეტალურად გაეცნენ ექსპერტიზის დანიშვნის პროცედურებს.
საელჩოს წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დნმ ლაბორატორია და ექსპერტების მუშაობის სპეციფიკასთან ერთად გენეტიკური ექსპერტიზების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს გაეცნენ.