
2018 წლის 29 მარტს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს ქუთაისის მე -40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. უფროსკლასელების ბიუროში ვიზიტი განხორციელდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობას.
სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილებები და უშუალოდ ექსპერტებისგან საექსპერტო საქმიანობის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს
ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის შენობა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექსპერტებით.
კვლევითი ნაწილის გარდა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია დამკვეთის მომსახურება. ოფისის სერვის-ცენტრში მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი. ასევე განთავსებულია ექსპერტებთან შეხვედრის ოთახი, სადაც დამკვეთს შეუძლია უფასო კონსულტაცია გაიაროს ექსპერტთან და მისთვის საჭირო ინფორმაციაზე დეტალური და მაღალკვალიფიციური პასუხი მიიღოს.
დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტი დღის განმავლობაში საშუალოდ 100-მდე მომხმარებელს ემსახურება. ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების შედეგების სიზუსტის და მაღალი სტანდარტის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.