სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი სიეტლში

Image

​​2014 წლის 17 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ქალაქ სიეტლში  ექსპერტიზის ბიუროს უფროსთან  გიორგი თვაურთან  ერთად, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი და ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსი უჩა მარგველაშვილი გაემგზავრნენ.

განახლებული ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორია

Image

​​სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის ექსპერტიზებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნავთობპროდუქტების ექსპერტიზას. ბიუროში ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა რამდენიმე წელია ხორციელდება, თუმცა გასული წლის ბოლოდან ნავთობპროდუქტების განახლებულმა ლაბორატორიამ, მნიშვნელოვნად ეფექტური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახადა როგორც ლაბორატორიის საქმიანობა, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობა.

ტრენინგი ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსოკპიური ექსპერტიზის სამმართველოში.

Image

​​2014 წლის 2 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოში მიმდინარეობს სასწავლო კურსი: თანამედროვე მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ფონოსკპიური ექსპერტიზის წარმოებისათვის.

ბიუროს ექპერტები საერთაშორისო კონგრესს დაესწრებიან

Image

11 თებერვლიდან  15 თებერვლის ჩათვლით, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, გენეტიკის დოქტორი, ქალბატონი ნინო ყოჩიაშვილი და ამავე დეპარტამენტის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი, სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი,  ქალბატონი ნინო ფიცხელანი,  ქალაქ ვენაში გამართულ თრომბოზისა და ჰემოსტაზის კვლევის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ 58-ე კონგრესს დაესწრებიან.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო