2015 წლის 22 აპრილს საქართველოს პირველად ესტუმრა აშშ-ს
სახელმწიფო დეპარტამენტის INL-ის ევროპისა და აზიის რეგიონებთან ურთიერთობების
ბიუროს დირექტორი ლესლი ვიგერი. ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა უცხოელ სტუმარს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში
დანერგილი სიახლეები, მიღწევები გააცნო და მადლობა გადაუხადა ბიუროს განვითარებაში
შეტანილი წვლილისთვის რომელსაც INL-ი წლების განმავლობაში ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში
ასევე ისაუბრეს ბიუროს მიმდინარე პროექტებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.
გიორგი თვაურმა საპატიო სტუმარს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის
შენობა და თანამედროვედ მოწყობილ ლაბორატორიები დაათვალიერებინა. INL-ის დირექტორი
ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის საქმიანობას და აქ დანერგილ ულტრათანამედროვე მეთოდებს.
რეგიონის მასშტაბით ბიურო ლიდერი
საექსპერტო დაწესებულებაა, აქ 400-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა იწარმოება.
ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ის მიხედვით, აქ დანერგილი
ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი
ხარისხის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
INL-თან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.