ENFSI-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გერმანიაში

Image

2014 წლის 4-7 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილი გერმანიაში ENFSI-ის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება.

სტუდენტები ექსპერტიზის ბიუროში

Image

2014 წლის 30 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი სტუდენტებმა დაათვალიერეს. ექსპერტიზის ბიუროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „ორიენტირს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებმა ერთი დღე ბიუროს ლაბორატორიებში გაატარეს. 

შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან

Image

​​2014 წლის 29 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სემინარის მთავარი მიზანი ბიუროს ახალი სერვისების და სიახლეების გაცნობა იყო.

ბიუროს უფროსი გიორგი თვაური ENFSI-ის შეხვედრას ესწრება

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება. ENFSI-ის შეხვედრას ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უჩა მარგველაშვილიც ესწრება.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო