2015 წლის 21-23 ოქტომბერს სასტუმროში Radisson Blu Iveria-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ. ბიუროში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები კონფერენციაზე წარადგინა ექსპერტმა, ქიმიის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა ნინო კობალაძემ თემით ,,რეზინოტექნიკური ნაწარმის - გაცვეთილი საავტომობილო საბურავების უტილიზაცია დაბალტემპერატურული პიროლიზის გზით და მიღებული პროდუქტების კვლევა“. აღნიშნული საკითხი აქტუალურია, რადგან შესაძლებელია საბურავების ეკოლოგიურად უსაფრთხო უტილიზაცია, ალტერნატიული (აირადი, თხევადი, მყარი) საწვავების და მეტალოკორდის მიღება, რომლებსაც აქვთ ფართო გამოყენება და მოთხოვნილება ბაზარზე.აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსების 70 წლისთავს და ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”-ს და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მიერ.
ბიურო აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის სამეცნიერო კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ექსპერტების ცოდნისა და პროფესიული დონის ამაღლებას.