Image​2015 წლის 8 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი სტუდენტებმა დაათვალიერეს.

სასაქონლო და სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიების საქმიანობას და ექსპერტიზების დანიშვნის წესებს საზოგადოებრივი კოლეჯ  „ეტალონის“ 25 სტუდენტი პირადად გაეცნო, რომლებსაც ექსპერტებმა ერთდღიანი პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარეს.

ბიუროს ლაბორატორიები აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ბიუროში მომუშავე მაღალკვალიფიციური ექსპერტები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპერტო კვლევებს სტანდარტის დაცვით ახორციელებენ.

ბიუროში მიღებული ინფორმაცია სტუდენტებს საექსპერტო საქმიანობის შესახებ წარმოდგენის შექმნაში დაეხმარება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც ანაგრძობს.