2015 წლის
7-11 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, აკადემიკოსი პაპუნა მენაბდიშვილი
უკრაინის ქ. პოლტავის რეგიონში მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას
მომხსენებლის რანგში დაესწრო.
კონფერენციის
მთავარ თემატიკას წარმოადგენდა სატრანსპორტო დანიშნულების, საცხოვრებელი სახლების და
საწარმოო ობიექტების სასიცოცხლო ციკლის ინოვაციური ტექნოლოგიები.
ბიუროს ექსპერტმა
პაპუნა მენაბდიშვილმა კონფერენციაზე წარადგინა პრეზენტაცია, გამოკვლევის შესახებ, რომელიც
ეხებოდა ხიმინჯების ჩაღრმავების გავლენას ფერდობის მდგრადობაზე.
კირიაკ ზავრიევის
სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი ბოლო
3 წელია აქტიურად მონაწილეობს დნეპრისპირეთის მშენებლობის და არქიტექტურის აკადემიის მიერ
ორგანიზებულ კონფერენციაში.
სწორედ ამ აკადემიის
სასწავლო პროცესში დაინერგა პაპუნა მენაბდიშვილის მიერ დამუშავებული
ფერდობის მდგრადობის გაანგარიშების მათემატიკური მოდელი, რომელიც აქტიურად გამოიყენება
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის. ამ წვლილისათვის, მას დნეპრისპირეთის მშენებლობის
და არქიტექტურის აკადემიის ორდენი, აკადემიის რექტორმა ვ. ბოლშაკოვმა გადასცა.