
2017 წლის 21 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ, გიორგი მურვანიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი მილან ლინდრაკი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი ვლადიმერ ვანოუჩეკი და ამავე სამმართველოს ოფიცერი იან კოსიკი.
სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის თანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები, სადაც დეტალურად გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, დანერგილ სიახლეებს და თანამედროვე მეთოდებით განხორციელებულ ექსპერტიზებს.