4 ნოემბერს ბიურო ექსპერტიზის დღეს აღნიშნავს

Image

2017 წლის 4 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ექსპერტიზის დღე“ უკვე მეცამეტედ აღნიშნა.  ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით ბიუროში იმართება არაერთი ღონისძიება და ტრადიციულად ჯილდოვდებიან წარმატებული ექსპერტები.

ბიურო  აკრედიტირებულია ISO 17025 საერთაშორისო სტანდარტით და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია. სხვა მრავალ ექსპერტიზასთან ერთად, ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები, როგორიცაა უძრავ მოძრავი ქონების შეფასების, სამშენებლო-საინჟინრო, მედიკამენტების, კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ქიმიურ-ნარკოლოგიური, დნმ, კომპიუტერული, ნავთობპროდუქტების, სამედიცინო ექსპერტიზები და სხვა.

ღია კარის დღე ჟურნალისტებისთვის

Image

2017 წლის 2 ნოემბერს ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში  ღია კარის დღე მოეწყო.

ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ამბულატორიული და სასექციო განყოფილებები, სამედიცინო-კრიმინალისტიკური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და დეტალურად გაეცნენ ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს.

წარმატება საერთაშორისო ტესტირებაში

Image

2017 წლის აგვისტოს თვეში სსიპ  ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში. ტესტირების ორგანიზატორი იყო ლაბორატორიების საერთაშორისო გაერთიანება EUROFINS ტესტირებაში მონაწილეობა ასოცდაათმა ლაბორატორიამ მიიღო. ტესტირების მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა კვების პროდუქტში არაპათოგენური მიკროორგანიზმების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრა. კერძოდ, სამ ნიმუშში გაკეთდა 6 სხვადასხვა მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი.

სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება

Image

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენებამ  საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ბიურო განმარტავს:

სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით (ISO-17025) და ასევე, გახლავთ „სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი“-ს (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი. ზემოაღნიშნული ავალდებულებს ბიუროს განუხრელად დაიცვას ყველა ის სტანდარტი, რომელსაც იცავს ENFSI-ის წევრი ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებები. 
სტანდარტი გულისხმობს, კონკრეტული ექსპერტიზების ჩატარების წესის დაცვის გარდა, სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად შრომის უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული ყოველწლიურად მკაცრად კონტროლდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო