სომეხი კოლეგების ვიზიტი ბიუროში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტით, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სასამართლო მედიცინის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, მოლეკულური გენეტიკის დნმ ლაბორატორის ხელმძღვანელები ესტუმრნენ. 

სასამართლო ექსპერტთა VII კონფერენცია

Image

2023 წლის 24 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სასამართლო ექიმთა VII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის მიერ. 

ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზა

Image

არის შემთხვევები, როდესაც საეჭვო და სადაო ხდება საბუთზე ხელმოწერის ან ხელნაწერის, ასევე სხვადასხვა სახის დოკუმენტის ავთენტურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიმართოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზის საშუალებით, დაადგენს ჭეშმარიტებას. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიაში, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის ჩატარებით დგინდება

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

Image

2023 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, ბიუროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის 5 დღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტებმა. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პრაქტიკული ნაწილი ექსპერტებმა ადგილზე, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში გაიარეს.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო