Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ხელწერის ექსპერტებმა საერთაშორისო კომპანია „CTS“-ის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა. 

კვლევის საგანს წარმოადგენდა ტესტში ჩამოთვლილ პირთაგან ხელნაწერი ტექსტის (მუქარის შემცველი წერილი) ავტორის იდენტიფიცირება. ბიუროს ექსპერტების მიერ მომზადებული დასაბუთებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოვლენილი ავტორი სრულად დაემთხვა ორგანიზატორების მიერ მოწოდებულ სწორ პასუხს.

დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ხელწერის ექსპერტები 2021 წლიდან სისტემატურად მონაწილეობენ კომპანია „CTS“-ის პროფესიულ ტესტირებებში და სტაბილურად ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს. 

აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიუროს ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას, პროფესიულ კომპეტენციას და გამოყენებული მეთოდებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.