ბიურომ ბალისტიკური ექსპერტიზისთვის ახალი ხელსაწყო შეიძინა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერიზის დეპარტამენტის ბალისტიკური მიმართულებით მიმდინარე საექსპერტო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეძენილ იქნა თურქული კომპანია „FORENSCOPE“-ს  წარმოების თანამედროვე კვლევითი მოწყობილობა - „t-ZOOM Plus DNA“. დანადგარი აღჭურვილია მაღლი გარჩევადობისა და ხარისხის კამერით, სხვადასხვა ხილული და უხილავი სხივების მაშუქი წყაროებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაზიანებულ ობიექტზე

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის და ექსპერტების ვიზიტი მილანში

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა ექსპერტებთან ერთად  ქალაქ მილანში ადამიანის გენეტიკის ევროპის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ექსპერტებმა ევროპელ გენეტიკოსებს წარუდგინეს სამეცნიერო აბსტრაქტი და პოსტერ-პრეზენტაცია

ბიუროს თანაორგანიზებით სასამართლო ექიმთა IX სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

Image

2025 წლის 28 ივნისს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასამართლო ექიმთა IX სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება პროფესორ თეიმურაზ გორდელაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა

სტუდენტების სასწავლო ვიზიტი საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

2025 წლის ივნისის თვეში, სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები ესტუმრნენ, რომლებიც დეტალურად გაეცნენ საინჟინრო ექსპერტიზის სპეციფიკას, ბიუროს ლაბორატორიებს და საექსპერტო მიმართულებით არსებულ ინოვაციურ მეთოდებს

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო