სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საქართველოს ლაბორატორიების შესაძლებლობების და სტანდარტთან შესაბამისობის შემფასებელ ექსპერტს კონსტანტინოს ათანასიადისს უმასპინძლეს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის პროგრამით ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის-ll ეტაპის ფარგლებში იმყოფება.შეხვედრა გაიმართა ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტში, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტს ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველოს ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს და აკრედიტირებული სფეროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის ბიურო საქართველოში ერთ-ერთი პირველი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ორგანიზაციაა. სტანდარტის დანერგვა ლაბორატორიამ 2012 წლიდან დაიწყო და დღეისთვის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს.
ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება საინჟინრო ექსპერტიზის მიმართულებით საექსპერტო საქმიანობის სფეროს გაფართოება.
შეხვედრის ბოლოს, კონსტანტინოს ათანასიადი ბიუროს წარმომადგენლებს ტექნიკური ბაზის გადაიარაღება/განახლების მიზნით მხარდაჭერას დაპირდა.