სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსმა ბელა გაბიტაშვილმა ამერიკის სასამართლო ექსპერტიზის ხარისხის მენეჯერების ასოციაციის (AFQAM) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ტრეინინგ-კონფერენციაში მიიღო მონაწილოება.
ტრეინინგ-კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესების სიახლეებს, საერთაშორისო სტანდარტის ISO/ IEC 17025-ის განახლებული მოთხოვნების წარმატებით დანერგვას და სხვადასხვა საერთაშორისო ლაბორატორიების გამოცდილების გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ ბიურომ 2020 წელს წარმატებით გაიარა განახლებული სტანდარტის ISO 17025-2018 ის მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგი და სრულად გადავიდა ახალ სტანდარტზე.
AFQAM წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს სასამართლო ექსპერტიზის ხარისხის მენჯმენტის გაძლიერება და განვითარება. ორგანიზაციის საპატიო წევრები არიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები, სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი (NIST), ასევე აკრედიტაციის ორგანოები, კერძოდ, ამერიკის ლაბორატორიების აკრედიტაციის ასოციაცია (A2LA) და (ANAB) ამერიკის ეროვნული აკრედიტაციის საბჭო.
აღნიშნულ კონფერენციაში საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის სამმართველო ყოველ წლიურად იღებს მონაწილეობას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება.
ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.