Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა, ქეთევან ქართველიშვილმა, თანაავტორებთან (ნინო ყოჩიაშვილი, ნინო ფირცხელანი, ლევან მახალდიანი) ერთად, 2020 წლის 6-9 ივნისს, ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების ორგანიზებით, ბერლინში (გერმანია) გამართულ საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციაზე „European Human Genetics Virtual Conference (ESHG 2020.2)“ წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია და აბსტრაქტი, თემაზე „The impact of maternal inherited thrombophilia on intra uterine growth restriction“.
პოსტერ-პრეზენტაცია მოიცავდა მემკვიდრული თრომბოფილიის გამომწვევი მუტაციების იმ მონაცემებს, რომლებიც, წლების განმავლობაში, შეგროვდა ბიუროს სამედიცინო გენეტიკის ლაბორატორიის მიერ, საგრანტო-სამეცნიერო თუ საექსპერტო კვლევების ჩატარების შედეგად. 
კონფერენციას, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ   240-მდე მოხსენება იქნა  წარდგენილი, საქართველოს გარდა, სამედიცინო გენეტიკის სფეროს 4 000 წარმომადგენელი დაესწრო. ასევე შესაძლებელი იყო 160 კომპანიის მიერ წარმოდგენილი ვირტუალური გამოფენის დათვალიერება, 18 ვორკშოფზე  და 14 საგანმანათლებლო სესიაზე ონლაინ დასწრება.
კონფერენციაზე განიხილეს გენეტიკური დაავადებების მართვის ძირითადი პრინციპები, გენეტიკის ფსიქო-სოციალური ასპექტები, სიმსივნისა და  უჯრედული გენეტიკის, პრენატალური დიაგნოსტიკის, მეტაბოლური და მიტოქონდრიული დაავადებების, კარდიო-ვასკულარული და ჰემატოლოგიური გენეტიკის, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების და სხვ. საკითხები. დეტალური ინფორმაცია, ვირტუალური კონფერენციის შესახებ, განთავსებულია ვებ-გვერდზე:  https://2020.eshg.org/.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საექსპერტო საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული განაგრძობს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას.