Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ყოჩიაშვილმა და ამავე დეპარტამენტის ექსპერტმა, ნინო ფირცხელანმა, 2020 წლის 30-31 მაისს, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ, პირველ სართაშორისო დისტანციურ კონფერენციაში „The First International Scientific Practical Online Conference Human Genetics and Genetic Diseases: Problems and Development Perspectives" მიიღეს მონაწილეობა. 
კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა სფეროს 95 წარმომადგენელი დაესწრო, განიხილეს გენეტიკური დაავადებების მექანიზმები, მათი მკურნალობის განვითარების პერსპექტივები, ადამიანის გენეტიკის როლი კრიმინოლოგიაში.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გარდა, მონაწილეობისა, კონფერენციაზე  თემატური მოხსენებებიც წარადგინეს (ნინო ყოჩიაშვილმა - „Human Genetics in Forensic Science“და ნინო ფირცხელანმა - „The contribution of genetic testing to medicine - the experience of Georgia“), იმ შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც ბიუროში, როგორც საგრანტო, ისე საექსპერტო კვლევის ფარგლებში იქნა მიღებული.