
ქვეყანაში კორონა ვისრუსის პანდემიასთან ბრძოლის პრევენციის მიზნით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სამუშაო სივრცის და დერეფნების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სერვის ცენტრის თანამშრომლები მომხმარებელს სპეციალური აღჭურვილობით (პირბადე, ხელთათმანები და სათვალეები) ემსახურებიან. ბიუროს ყველა შესასვლელში და სართულზე განთავსებულია პირველადი სადეზინფექციო ხსნარი და სხვა დამცავი ჰიგიენური საშუალებები.
სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ბიუროს ყველა ოფისში
ექსპერტიზის ბიუროსთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა თანამშრომელმა სამუშაოს შესრულების დროს დაცულად იგრძნოს თავი.