ბიუროს თანამშრომლების თანადგომა სტიქიით დაზარალებულებს

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ინიციატივით, 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარელებული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარების ფონდში 7680 ლარი გადაირიცხა.

სამუშაო შეხვედრა Microsoft-ის ექსპერტის მონაწილეობით

Image

​​2015 წლის 2-5 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის Microsoft საქართველოს ორგანიზებით  სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ექსპერტიზის ბიურომ კორპორაცია Microsoft-ის ექსპერტ-კონსულტანტს, ბატონ ოლეგ ტრუტნევს უმასპინძლა, რომელიც SQL Server-ის ექსპერტი გახლავთ მრავალწლიანი გამოცდილებით SQL Server-ის მუშაობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

გაზეთ PRIME TIME-ის კითხვებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა უპასუხა

Image

2011 წლის 9 დეკემბერს, საოჯახო სამართლებრივი საკითხების მარეგულირებელ სამართლის ნორმაში შეტანილი ცვლილებების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა პირის ბავშვის მამად აღიარება, ან უარყოფა მხოლოდ გენეტიკური ანალიზის ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პირს ბავშვის მამად აღიარებს, ან პირიქით მის მამობას უარყოფს მხოლოდ დნმ-ტესტის, ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

თემაზე სასაუბროდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს, გენეტიკის დოქტორს ნინო ყოჩიაშვილს დავუკავშირდით:

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო