სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ინიციატივით, 2015
წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარელებული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარების ფონდში 7680 ლარი გადაირიცხა.
ამ დღეების განმავლობაში სხვა სახელმწიფო
უწყებებთან ერთად ექსპერტიზის ბიუროს დეპარტამენტები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ
მუშაობას, რათა დროულად მოხდეს სტიქიის შედეგად მიყენებული
ზიანის და ზარალის განსაზღვრა.