2015 წლის 2-5 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო
ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის Microsoft საქართველოს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ექსპერტიზის ბიურომ კორპორაცია Microsoft-ის ექსპერტ-კონსულტანტს,
ბატონ ოლეგ ტრუტნევს უმასპინძლა, რომელიც SQL Server-ის ექსპერტი გახლავთ მრავალწლიანი გამოცდილებით
SQL Server-ის მუშაობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის კადრების გადამზადება
SQL სერვერის ავარიული მუშაობის პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში აღდგენის ტექნიკური
უნარ-ჩვევების კუთხით. ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასერვერო ინფრასტრუქტურის
ამა თუ იმ მიზეზით მუშაობის შეფერხების დროს, რათა დაცული იყოს სხვადასხვა კრიტიკული
აპლიკაციების და სისტემური პროცესების გამართული მუშაობა.
სამუშაო შეხვედრის თემას წარმოადგენდა SQL Server: AlwaysOn High
Availability and Disaster Recovery Solutions-ი. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია და მოეწყო პრაქტიკული
საკითხების განხილვა. აღნიშნული შეხვედრა საუკეთესო შესაძლებლობა იყო ექსპერტებისთვის
გამოცდილების გაზიარების კუთხით, რის შედეგადაც ისინი მომავალში შეძლებენ ისეთი საკითხების
მოგვარებას, როგორიცაა გეგმიური თუ არაგეგმიური
სისტემის შეფერხების პრევენცია და აღმოფხვრა, სხვადასხვა აპლიკაციების ხელმისაწვდომობის
და მონაცემთა მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა.