სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიუროს სხვადასხვა ლაბორატორია, გაეცნენ ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესებსა და იმ მიმართულებებს, რომლებსაც ბიურო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ექსპერტებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს ბიუროში არსებული პროფესიული შესაძლებლობები, თანამედროვე ტექნოლოგიები და კვლევის მეთოდები, ასევე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ მუშაობის პროცესს, ისაუბრეს მტკიცებულებების შესწავლის მნიშვნელობაზე და საექსპერტო საქმიანობის პრინციპებზე - სიზუსტეზე, ობიექტურობასა და სამეცნიერო მიდგომაზე. ვიზიტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საექსპერტო სფეროს პოპულარიზაცია და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა. ბიურო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის კოორდინატორი სასამართლო ექსპერტიზის საკითხებში უდო კრენზერი და პროგრამების კოორდინატორი მარკ მაურერი ესტუმრნენ.

ბიურომ 2025 წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2025 წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ბიუროს უფროსი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Image

ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი მურვანიძემ საზოგადოებას დეტალურად გააცნო ბიუროში მიმდინარე პროექტები, არსებული სისტემური და ტექნოლოგიური სიახლეები

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო