
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის - ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ ფრანგული კომპანიის „CompaLab“-ის“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.
ლაბორატორიათშორის პროფესიული ტესტირება საქართველოსთან ერთად მსოფლიოს 26 წამყვანმა ლაბორატორიამ გაიარა.
ექსპერტების მიერ, ტესტირების ფარგლებში, ISO 3497-2009 საერთაშორისო სტანდარტული მეთოდის შესაბამისად რენტგენო ფლუოროესცენტული მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა შენადნობის დაფარვის სისქე.
„CompaLab“-ის საბოლოო ანგარიშში ლაბორატორიების 53 ოპერატორის შედეგიდან მხოლოდ 17 შედეგი იქნა გათვალისწინებული, რომელთა შორის ბიურომ წამყვანი პოზიცია დაიკავა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსპერტების მაღალი კომპეტენცია, ჩატარებული კვლევების მაღალი სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა.