სომხეთის დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

2014 წლის 12 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს სომხეთის მოძიების სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო დელეგატები ადგილზე გაცნობოდნენ ექსჰუმირება-გამოკვლევის ჩატარების საფუძვლებს. მათ დაათვალიერეს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა და ლაბორატორიები.

თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ბიუროში

Image

​​2014 წლის 11 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ჰასან ერბილი და საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ესტუმრნენ.

4 ნოემბერი ექსპერტიზის დღეა

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 4 ნოემბერს "ექსპერტიზის დღეს" აღნიშნავს. ვულოცავთ ყველა ექსპერტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას.

ექსპერტიზის ბიუროს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

Image

​​2014 წლის 3 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიუროს უფროსი გიორგი თვაური აშშ-ს ელჩს საქართველოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო