Image​2016 წლის 8-10 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ტრენინგი გაიარეს. ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ულტარათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ექსპერტიზის და დნმ ლაბორატორიები, დეტალურად გაეცნენ დეპარტამენტების საქმიანობას და ბიუროში დანერგილ სიახლეებს. 3 დღის განმავლობაში, თეორიული კურსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბიუროს ექსპერტებთან ერთად საცდელ ექსპერტიზებში მიეღოთ მონაწილეობა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ტრენინგ კურსი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიუროს შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ორგანიზატორებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს  მადლობის სიგელი გადასცეს. ბიურო ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს ახალგაზრდებს და გაუღვივოს ინტერესი საექსპერტო-სამეცნიერო საქმიანობის მიმართ.