2016 წლის 30 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის III კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებს შეხვდა. ერაყელი სტუდენტები 2 დღის განმავლობაში ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან და თანამედროვედ მოწყობილ ლაბორატორიებს დაათვალიერებენ.
ბიუროს ლაბორატორიები აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპერტო კვლევებს სტანდარტის დაცვით ახორციელებენ.
აღნიშნული შეხვედრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.