
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფოტო, ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა გაიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატში (ქ. არლინგტონი) ამერიკული კომპანია Ideal Innovations, Inc-ის მიერ ორგანიზებულ სპეციალიზებული სახის საიდენტიფიკაციო პროფესიული ტრენინგი - Facial Identification Training (F.I.T.) 202 Facial Examination Course.
გადამზადების შედეგად, ექსპერტებმა შეისწავლეს სახის შედარებითი ანალიზის განვითარების ეტაპები, ასევე გაეცნენ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების - FISWG (Facial Identification Scientific Working Group, სახის საიდენტიფიკაციო სამეცნიერო სამუშაო ჯგუფი), ENFSI (European Network of Forensic Science Institutes - სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი), OSAC (Organization of Scientific Area Committees - სამეცნიერო სფეროების კომიტეტების ორგანიზაცია) და ASTM (Advancing Standards Transforming Markets - სტანდარტების განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია) - მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელოებს, რომლებიც თანამედროვე საექსპერტო პრაქტიკის საფუძველს წარმოადგენენ.