
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა, საქართველოში წითელი ჯვრის კომიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა დნმ-ით იდენტიფიკაცია“ გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში ბიუროს უფროსმა ხაზი გაუსვა წითელ ჯვართან მრავალწლიან ურთიერთთანამშრომლობას და ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.