Image

ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის, კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი შარაბიძე ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის (CEPOL-ICU) ფარგლებში, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში იმყოფებოდა.

ექსპერტი რუმინელ კოლეგებთან ერთად, ეწვია სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის ანტიკორუფციულ დირექტორატს, პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრს და ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამძიებო დირექტორატს, სადაც დეტალურად გაეცნო მათი საქმიანობის სპეციფიკებს და რუმინეთის საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს, რითიც აღნიშნული უწყებები ხელმძღვანელობენ ციფრული ექსპერტიზების წარმოების პროცესში.

თავისი მხრივ გიორგი შარაბიძემ კოლეგებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება ამ მიმართულებებით და გააცნო ის სიახლეები, რომლითაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აწარმოებს კომპიუტერულ ექსპერტიზებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბიუროს ოქტომბრის თვეში, კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს საქმიანობის გასაცნობად რუმინეთის ანტიკორუფციული დირექტორატის პოლიციის კომისარი მადალინა ელენა ტიცა ეწვევა.