
ქალაქ ბათუმში, ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიუროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ და ყურადღება გაამახვილა სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
ექსპერტიზის დღე მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ბიუროს საქმიანობისა და ექსპერტთა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პროცესში.
ღონისძიების ფარგლებში ბიუროს უფროსმა დააჯილდოვა დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბიუროს განვითარებაში.