Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე მოადგილესთან როლანდ მახმუდოვთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ბიუროს უფროსი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტიზის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ბიუროს უფროსმა და სომხეთის რესპუბლიკის ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა დავიდ გულიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების წარმოებასა და გამოცდილების გაზიარებას.

ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რაც საბოლოოდ ორივე ქვეყნის სასამართლო ექსპერტიზის სისტემას კიდევ უფრო დააახლოებს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან