Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 13 ახალგაზრდა გაივლის სტაჟირებას.

ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ სტაჟიორებთან შეხვედრისას ბიუროს შესახებ ისაუბრა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ახალგაზრდებს წარმატებული, ნაყოფიერი საქმიანობა და დასახული მიზნების მიღწევა უსურვა.

სტაჟირების პერიოდში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გაეცნონ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და დასაქმებაზე.