
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მისურის შტატში, ქალაქ სენტ-ლუისში გამართულ იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (IAI) 110-ე საგანმანათლებლო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი საექსპერტო დაწესებულებებისა და ამერიკის ფედერალური საგამოძიებო სტრუქტურის ექსპერტებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ძირითადი თემები იყო:
▫️სახის იდენტიფიკაციისა და ბიომეტრიული ტექნოლოგიების თანამედროვე მიდგომები
▫️ფოტო-ვიდეო მასალის სასამართლო-საექსპერტო კვლევის განვითარება
▫️ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და რისკები
▫️ავტომატიზებული სისტემების შედეგების შეფასება
▫️ხარისხის უზრუნველყოფა, ექსპერტთა პროფესიული სტანდარტები და ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი ინტეგრირება
▫️გარდა ამისა, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დაქტილოსკოპიისა და ბალისტიკის გამოწვევები, ახალ პროგრამებთან მუშაობის მეთოდები, ციფრული ფოტოგრაფირების კრიმინალისტიკური გამოყენება და სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის თავისებურებები.
ვიზიტის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები და გამოცდილებები ხელს შეუწყობს ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით ახალი მეთოდების დანერგვასა და საექსპერტო კვლევების პროცესის ეფექტიანად წარმართვას.